16.06.2022 
              
            
            
            
            
            
            
            
          ეროვნული თასის  მესამე და მეოთხე ეტაპების კენჭისყრა 
            
            
            
            
             
             14 ივნისს საქართველოს  ფეხბურთის ფედერაციაში  დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის 2022 წლის გათამაშების მორიგი რაუნდების კენჭისყრა გაიმართა -    მეორე (რიგით - მესამე) ეტაპის შეხვედრაში  “ზესტაფონი“  ლიგა 4-ის წარმომადგენელს, ხელვაჩაურის  "მაჭახელას"       დაუპირისპირდება. 
            
          თასის გათამაშების წინასწარი და პირველი ეტაპების შემდგომ, მეორე ეტაპზე 24 გუნდი 12 გამარჯვებულს გამოავლენს, რომელთაც მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის 16 გუნდი შეუერთდება.  
            
          შემდეგ ეტაპზე, 14 გამარჯვებულს მერვედფინალში ავტომატურად გადასული ეროვნული ლიგის გასული სეზონის გამარჯვებული ბათუმის "დინამო"  და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი "საბურთალო" დაემატებიან. მეთექვსმეტედფინალური ეტაპის მატჩები 7 აგვისტოს გაიმართება.  
            
          კენჭისყრის შედეგად გაირკვა, რომ თასის გათამაშების რიგით მესამე   ეტაპზე (1/32-ფინალური სტადია)  საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი“ ხელვაჩაურის საფეხბურთო კლუბ  "მაჭახელას"      ახალსოფელში  ესტუმრება. ეს მატჩი 7   ივლისს   გაიმართება... 
            
          მეთექვსმეტედფინალურ სტადიაზე კი "მაჭახელა" - “ზესტაფონის“ წყვილში გამარჯვებული საქართველოს  ეროვნული ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლების მფლობელს, გორის საფეხბუთო კლუბ "დილას" დაუპირისპირდება.  
            
            
                    
           |