29.01.2023 
              
            
            
            
            
            
            
            
          სიახლეები მარგველთა ბანაკიდან  
            
            
            
            
             
          საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი”    საქართველოს   XXXV ეროვნული ჩემპიონატის   სტარტისთვის  მზადებას ახლო მომავალში შეუდგება. როგორც უკვე ვიუწყებოდით, ზემოიმერული გუნდი მოახლოვებულ სეზონში ისევ ეროვნულ ლიგა 3-ში იასპარეზებს. 
            
          მაშ ასე, 2023 წლის საფეხბურთო სეზონში ჩვენი კლუბის პირველი გუნდი ისევ  საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს გათამაშებაში ჩაერთვება.   მოახლოვებული ტურნირის კალენდართან და დებულებასთან დაკავშირებული  საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი...  
            
          ახალ  საფეხბურთო სეზონში  საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" საქართველოს ეროვნულ  ლიგა 3-ში თბილისურ "მერანი-2"- თან, "ვარკეთილთან",  "საბურთალო-2"-თან, "ლოკომოტივი-2"-თან  და  "ირაოსთან", დუშეთის "არაგვთან",  "გორთან", "ბორჯომთან", ლანჩხუთის  "გურიასთან", ჩოხატაურის "ბახმაროსთან",  ტყიბულის "მეშახტესთან", ხელვაჩაურის "მაჭახელასთან", საჩხერის "ჩიხურასთან", სართიჭალის "შტურმთან" და     "რუსთავთან" იასპარეზებს...  
            
          როგორც ზემოთ ითქვა, მზადების პროცესს გუნდი უახლოეს მომავალში შეუდგება. მანამდე კი უკვე ცნობილია,  რომ მარგველთა რიგებში კარსმომდგარ სეზონში 20 წლის მეკარე გიორგი   აბრამიშვილი, 19 წლის მცველი სანდრო სათირიშვილი, 22 წლის ნახევარმცველი გიორგი სამხარაძე   და 21 წლის თავდამსხმელი ბესარიონ ფერაძე იასპარეზებენ. 
            
            
               |