Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

23.02.2023

 

 

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონს" შოთა იგითხანიანი შეუერთდა

 

 

 

 

 

შოთა იგითხანიანი

როგორც მოგეხსენებათ, 2023 წლის საფეხბურთო სეზონში ჩვენი კლუბის პირველი გუნდი ისევ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს გათამაშებაში ჩაერთვება. უკვე ცნობილია, ეროვნული ლიგა 3-ს ტურნირი სტარტს აპრილის პირველ რიცხვებში აიღებს...

 

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" მორიგი ახალწვეული ჰყავს - მას შემდეგ, რაც გადაწყდა, რომ გიორგი აბრამიშვილი კარიერას უმაღლესლიგელ ქობულეთის "შუქურაში" გააგრძელებსა, ჩვენი გუნდი ახალი მეკარის მოძიებისა და ამ კუთხით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმის სასწრაფო აუცილებლობის წინაშე დადგა.

 

საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დასრულდა და გადაწყდა, რომ 2023 წლის სეზონში ჩვენი გუნდის კარის უსაფრთხოებაზე ახალგაზრდა პერსპექტიული გოლკიპერი შოთა იგითხანიანი იზრუნებს...

 

შოთა იგითხანიანი 20 წლისაა. ის ქუთაისის "ტორპედოს" აღზრდილია და მშობლიური ქალაქის მთავარ გუნდში ასპარეზობის გარდა, მას ზურგს ვანის "სულორისა" და მარტვილის "მერანის" შემადგენლობაში გარჯის გამოცდილებაც უმაგრებს...

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2023