24.02.2023 
                
            
            
            
            
            
            
            
            ეროვნული ლიგა 3-ის კალენდარი  
            
            
            
            
             
             
          
          
          საქართველოს  ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილებაში გაიმართა  ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ის 2023 წლის ტურნირის კენჭისყრის პროცედურა, რომლის შედეგების გათვალისწინებით კარსმომდგარი ჩემპიონატის    კალენდარი იქნა შემუშავებული.   
            
          ტურნირის ჩატარების  დამტკიცებული ფორმატის თანახმად,   საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს"      მეტოქეობას     თბილისური გუნდები   "ვარკეთილი", "მერანი-2", "საბურთალო-2", "ლოკომოტივი-2" და  "ირაო", დუშეთის "არაგვი",  "გორი", "ბორჯომი", ლანჩხუთის  "გურია", ჩოხატაურის "ბახმარო",  ტყიბულის "მეშახტე", ხელვაჩაურის "მაჭახელა",  საჩხერის "ჩიხურა", სართიჭალის "შტურმი" და საფეხბურთო კლუბი "რუსთავი"გაუწევენ...  
            
           2023 წლის ეროვნული ჩემპიონატი ზესტაფონელთათვის 5 აპრილს    დაიწყება - ამ დღეს ჩვენი გუნდი საჩხერეს ეწვევა და "ზემოიმერულ დერბიში" ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ  "ჩიხურას" დაუპირისპირდება. 
            
          პირველ საშინაო მატჩს კი "ზესტაფონი"  12    აპრილს გამართვას - დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გასამართ შეხვედრაში მარგველები თბილისის საფეხბურთო კლუბ "ვარკეთილს"   უმასპინძლებენ... 
            
           საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-3-ის 2023 წლის გათამაშების      კალენდრის სრული ვერსია ტურნირის ოფიციალურ ვებგვერდზე შეგიძლიათ იხილოთ (დაწვრილებით:).  
           |