24.03.2023 
              
            
            
            
            
            
            
            
           სპარინგი ახალგაზრდა წყალტუბოელებთან  
            
            
            
            
             
          საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი”      ახალი სეზონის სტარტისათვის მზადებას განაგრძობს.  24 მარტს ჩვენმა გუნდმა მორიგი, რიგით მეოთხე ამხანაგური  შეხვედრა გამართა - ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე მარგველებმა   ეროვნული ჩემპიონატის  ლიგა 4-ის წარმომადგენელ   წყალტუბის   "სამგურალი"-2-ს    უმასპინძლეს.   
            
           განახლებულმა "ზესტაფონმა" მატჩი ასეთი შემადგენლობით დაიწყო: იგითხანიანი,  ნუცუბიძე, გიგოლაშვილი, დევდარიანი,  ლ. ფუტკარაძე,    სათირიშვილი, სამხარაძე, ცქიფურიშვილი, შალამბერიძე, მღარიშვილი, ზუზაძე.     თამაშის მსვლელობისას მასპინძელთა რიგებში მოედანზე  კლდიაშვილი,   გ. ფუტკარაძე  და სხილაძე გამოჩნდნენ. 
            
           მატჩი    საინტერესოდ, ორმხრივ იერიშებში წარიმართა და საბოლოოდ ფრედ, ანგარიშით 0-0  დასრულდა. 5 აპრილს საჩხერის "ჩიხურასთან"  დაგეგმილ ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრამდე "ზესტაფონი" კიდევ ერთი საკონტროლო მატჩის გამართვას გეგმავს...  
            
             
             |