28.03.2023 
              
            
            
            
            
            
            
            
          მოსამზადებელი პერიოდის ფინიშის სწორზე  
            
            
            
            
             
          საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა”, რომელიც     ახალი სეზონისათვის მზადებას განაგრძობს,  28 მარტს სეზონის დაწყებამდე დაგეგმილი დასკვნითი საკონტროლო შეხვედრა გამართა - დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე  ჩვენმა გუნდმა ეროვნული ჩემპიონატის  ლიგა 4-ის წარმომადგენელ   თანაქალაქელ   "მარგვეთი-2006"-ს    უმასპინძლა.   
            
            "ზესტაფონმა"  ასეთი შემადგენლობით იასპარეზა: იგითხანიანი,  ნუცუბიძე, გიგოლაშვილი, დევდარიანი,  ლ. ფუტკარაძე, სადაღაშვილი, სამხარაძე, ცქიფურიშვილი, შენგელია, კუჭაშვილი, ზუზაძე.  შეხვედრის მსვლელობისას  მასპინძელთა რიგებში მოედანზე  კლდიაშვილი,  სათირიშვილი, შალამბერიძე, ხუჯაძე, მღარიშვილი,     გ. ფუტკარაძე,  ქურცაძე, ჭულუხაძე, სხილაძე და სარალიძე გამოვიდნენ... 
            
           მატჩი    საინტერესოდ, ორმხრივ იერიშებში წარიმართა და საბოლოოდ სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 4-2  დასრულდა. "ზესტაფონის" შემადგენლობაში გატანილი გოლებით გიორგი სხილაძემ და ლაშა  კუჭაშვილმა გამოიჩინეს...  
            
             
             |