Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

12.04.2023

 

 

 

 

 

 

 

 

უგოლო ფრე პირველ საშინაო შეხვედრაში

 

 

 

 

მიმდინარე წლის 12 აპრილს ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქის სტადიონებზე გაიმართა საქართველოს XXXV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მეორე ტურის შეხვედრები. დავით აბაშიძის სახელობის არენაზე საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" თბილისის "ვარკეთილს" უმასპინძლა...

 

იმერელთათვის ახალი სეზონის სადებიუტო საშინაო მატჩი მეტოქე გუნდებმა ერთგვარი დაზვერვით დაიწყეს - ზესტაფონელებიც და მათი სტუმარი თბილისელებიც მეტწილად ფრთხილობდნენ და შეცდომის დაშვებისაგან მაქსიმალურად იკავებდნენ თავს. მართალია, პირველი ნახევრის დასკვნით ნაწილში სტუმართა მცირე უპირატესობა გამოიკვეთა, თუმცა საბოლოოდ ტაიმი უშედეგოდ 0-0 დასრულდა...

 

ფიცხელი ბრძოლა შეხვედრის მეორე ნახევარშიც გაგრძელდა. ბურთს და ტერიტორიას მეტწილად ვარკეთილელები აკონტროლებდნენ, თუმცა ზესტაფონელთა კართან შექმნილ რამე განსაკუთრებულ ხიფათში ეს უპირატესობა არ ასახულა. საბოლოოდ, ძალიან დაძაბული და საინტერესო დაპირისპირება გატანილი გოლების გარეშე, ანგარიშით 0-0 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ 2 სასტარტო შეხვედრის შემდეგ ჩვენი გუნდი გოლგაუშვებლად ასპარეზობას განაგრძობს...

 

12.04.2023. ”ზესტაფონი” - ”ვარკეთილი” (თბილისი) 0-0

"ზესტაფონი": იგითხანიანი, ნუცუბიძე, გიგოლაშვილი, დევდარიანი, სათირიშვილი, ანდრიაძე, სამხარაძე, სადაღაშვილი (შალამბერიძე, 71), კუჭაშვილი, ცქიფურიშვილი, ზუზაძე (ადებოვალე, 71).

დაწვრილებით:

 

მორიგ შეხვედრას "ზესტაფონი" 22 აპრილს გამართავს - საქართველოს XXXV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს მორიგი, მესამე ტურის შეხვედრაში ჩვენი გუნდი დუშეთის საფეხბურთო კლუბ "არაგვს" დაუპირისპირდება. ეს მატჩი თბილისში, "მარაკანას" სახელწოდებით ცნობილი სპორტულ კომპლექსის ხელვნურსაფარიან მოედანზე გაიმართება და 16:00 საათზე დაიწყება…

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2023