Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

22.04.2023

 

 

 

 

 

 

 

 

მძიმე მარცხი ლიდერთან გასვლით შეხვედრაში

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 22 აპრილს გაიმართა საქართველოს XXXV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მორიგი შეხვედრები - დედაქალაქურ საფეხბურთო კომპლექს "მარაკაზე" გამართულ მესამე ტურის შეხვედრაში დუშეთის საფეხბურთო კლუბმა "არაგვმა" "ზესტაფონს" უმასპინძლა.

 

ზესტაფონელთა წინა მეტოქე "ვარკეთილის" მსგავსად, ახლადდაწყებულ სეზონში სპეციალისტთა მიერ ლიგა 3-ის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიჩნეულ "არაგვთან" შეხვედრა "ზესტაფონისთვის" არ გამოდგა მარტივი. დუშელები თამაშს თავიდანვე აკონტროლებდნენ, ბევრსაც უტევდნენ და საბოლოოდ, დიდი ანგარიშით 6-0 დაამარცხეს ახალგაზრდა იმერლები.

 

გამარჯვებულთა რიგებში გატანილი გოლებით პაატა კიტეიშვილმა (34-ე და 62-ე წუთებზე), ზვიად სიხარულიამ (45-ე წუთზე), დიმიტრი ტატანაშვილმა (49-ე და 52-ე) და ჯუმბერ ხმელიძემ (60-ე წუთზე) გამოიჩინეს...

 

შემდეგ შეხვედრას "ზესტაფონი" 27 აპრილს გამართავს - საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ის მეოთხე ტურის შეხვედრაში მარგველები საფეხბურთო კლუბ "გორს" უმასპინძლებენ. მატჩი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 16:00 საათზე დაიწყება...

 

22.04.20232. ”არაგვი” (დუშეთი) - ”ზესტაფონი” 6-0

"ზესტაფონი": იგითხანიანი, დევდარიანი, ნუცუბიძე (ლ. ფუტკარაძე, 46), კუჭაშვილი, ანდრიაძე (შალამბერიძე, 67), სადაღაშვილი (შენგელია, 8 (კლდიაშვილი, 65)), სათირიშვილი, ზუზაძე (მღარიშვილი, 65), ხვადაგიანი, გიგოლაშვილი, სამხარაძე.

დაწვრილებით:

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2023