Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

26.04.2023

 

 

 

 

 

 

 

 

მორიგი ახალწვეული "ზესტაფონში"

 

 

 

 

 

მოჰამედ უედრაოგო

როგორც მოგეხსენებათ, აპრილის თვეში საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" ახალი სეზონის სამი სასტარტო შეხვედრის გამართვა მოასწრო - საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს გათამაშების საწყისი სამი ტურის შემდეგ ჩვენს გუნდს სატურნირო ცხრილში თითო გამარჯვება, ფრე და მარცხი აქვს.

 

ამასობაში საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" რიგებს კიდევ ერთი ფეხბურთელი შეემატა - ზემოიმერული გუნდის მორიგი ახალწვეულის სრული სახელი მოჰამედ ჰუსენ უედრაოგო გახლავთ.

 

ზესტაფონელთა ახალწვეული დასავლეთ აფრიკაში მდებარე ბურკინა ფასოს რესპუბიკიდან გახლავთ. ის სულ რაღაც 21 წლისაა და როგორც მარჯვენა, ისევე მარცხენა გარემარბის პოზიციებზე ასპარეზობს.

 

თავის საფეხბურთო კარიერის ერთი პერიოდი მოჰამედ უედრაოგომ ესპანეთის ქვედალიგელ "მოტრილში" გაატარა, ხოლო ბოლოს მშობლიური ბურკინა ფასოს წარმომადგენელი კლუბის "აზოს" ღირსებას იცავდა...

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2023