Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

03.05.2023

 

 

 

 

 

 

 

 

იმერლები გასვლაზე ისევ მარცხდებიან

 

 

 

 

2023 წლის 2 მაისს გაიმართა საქართველოს XXXV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მორიგი შეხვედრები - დედაქალაქურ საფეხბურთო სტადიონ "ამერზე" გამართულ მეხუთე ტურის შეხვედრაში თბილისის საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" მეორე გუნდმა "ზესტაფონს" უმასპინძლა.

 

2023 წლის 2 მაისს გაიმართა საქართველოს XXXV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მორიგი შეხვედრები - დედაქალაქურ საფეხბურთო სტადიონ "ამერზე" გამართულ მეხუთე ტურის შეხვედრაში თბილისის საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" მეორე გუნდმა "ზესტაფონს" უმასპინძლა.

 

მთავარი გუნდის რამდენიმე ფეხბურთელით შემადგენლობაგაძლიერებულ ახალგაზრდა საბურთალოელებთან შეხვედრა სტუმართათვის თავიდანვე უიღბლოდ წარიმართა - პირველი ტაიმის შუაწელს მასპინძლებმა ორი გოლით (ნიკოლოზ ლორთქიფანიძე (18-ე წუთი) და ნიკოლოზ დავრაშელიძე (22-ე წუთი)) დაწინაურება მოახერხეს.

 

პირველი ნახევრის მიწურულს ზემოიმერლებს ანგარიშში სხვაობა თითქოს უნდა შეემცირებინათ, თუმცა თბილისელთა საჯარიმო მოედნის სიახლოვეს დანიშნული სტანდარტის შემდეგ, შალვა ცქიფურიშვილის მიერ საკმაოდ კარგად შესრულებული დარტყმა მასპინძელთა კარის ძელმა მოიგერია...

 

შეხვედრის მეორე ნახევარი მარგველთა საგრძნობი ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით წარიმართა - გოლის გატანის შანსები ზაალ ზუზაძეს, თორნიკე შალამბერიძესა და შალვა ცქიფურიშვილს მიეცათ (ამ უკანასკნელის დარტყმული მასპინძელთა კარის ძელმა საკუთარ თავზე მეორე ტაიმშიც აიღო), თუმცა, სამწუხაროდ, დღევანდელ მატჩში სტუმრებს გოლის გატანა არ ეწერათ და საქმე საბურთალოელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2-0 დასრულდა...

 

02.05.2023. ”საბურთალო-2” (თბილისი) - ”ზესტაფონი” 2-0

"ზესტაფონი": იგითხანიანი, ხვადაგიანი, დევდარიანი, სათირიშვილი, გიგოლაშვილი, უედრაოგო, სამხარაძე (შალამბერიძე, 79), კლდიაშვილი (ჭელიძე, 90), ანდრიაძე (მღარიშვილი, 89), ცქიფურიშვილი, ზუზაძე (ადებოვალე, 79).

დაწვრილებით:

 

მორიგ შეხვედრას "ზესტაფონი" 9 მაისს გამართავს - საქართველოს XXXV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს მორიგი, მეექვსე ტურის შეხვედრაში ჩვენი გუნდი ჩოხატაურის საფეხბურთო კლუბ "ბახმაროს" უმასპინძლებს. ეს მატჩი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 16:00 საათზე დაიწყება...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2023