Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

01.06.2023

 

 

 

 

 

 

 

 

ორი განსხვავებული ტაიმი ლანჩხუთში

 

 

 

 

2023 წლის 31 მაისს გაიმართა საქართველოს XXXV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მორიგი, რიგით მეცხრე ტურის შეხვედრები - ევგრაფი შევარდნაძის სახელობის ლანჩხუთის სტადიონზე გამართულ დაპირისპირებაში ადგილობრივმა "გურიამ" საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" უმასპინძლა.

 

გუნდებმა შეხვედრა ფრთხილად დაიწყეს. რა გასაკვირია, რომ სადებიუტო ნაწილში უფრო მეტს მასპინძლები აქტიურობდნენ და ორ ეპიზოდში ზესტაფონელთა გოლკიპერ შოთა იგითხანიანს მთელი თავის ოსტატობის დემონსტრირება მოუხდა. თანდათან თამაშის გათანაბრდა და ტაიმის ბოლომდე სტუმრები მასპინძლებს საკუთარ კარის სიახლოვეს რაიმე ღირებულის გაკეთების საშუალებას აღარ აძლევდნენ...

 

მეტიც, ზემოიმერლებიც თანდათან გათამამდნენ და გურულების კარის მიმართულებით რამდენიმე სახიფათო კონტრიერიშიც განახორციელეს. საბოლოოდ, სტუმართა ერთერთი ასეთი აქცია გოლით დასრულდა - 34-ე წუთზე, ზესტაფონელთა ლეგიონერების მოჰამედ უადრაოგოსა და ადებოვალე ოგუნბუფუნმის აქტიურობის შედეგად, ლანჩხუთელთა კარის სიახლოვეს იმერელთა ნახევარმცველი შოთა ანდრიაძე დარჩა და უძლიერესი დარტყმით თავისი გუნდიც დააწინაურა და ეროვნულ ლიგა-3-ში სადებიუტო გოლიც მიითვალა!

 

რაც შეეხება მეორე ტაიმს, ზესტაფონელებმა ის აშკარად "ჩააგდეს" - უკვე 49-ე წუთზე მასპინძლებმა მოინადირეს 11-მეტრიანის შესრულების უფლება და ბექა ბერიძემ ის ცივსისხლიანად გოლად აქცია, 63-ე წუთზე გამცდილმა თორნიკე მუმლაძემ წინ უკვე მასპინძლები გაიყვანა, 75-ეზე ბექა ბერიძემ სტუმართა კარში დანიშნული კიდევ ერთი პენალტი გამოიყენა, ხოლო 84-ე წუთზე საბოლოო წერტილი შეხვედრას ბექა რურუამ დაუსვა. მასპინძელთა გამარჯვება ანგარიშით 4-1.

 

31.05.2023. ”გურია” (ლანჩხუთი) - ”ზესტაფონი” 4-1

"ზესტაფონი": იგითხანიანი, ხვადაგიანი, დევდარიანი, გიგოლაშვილი, უედრაოგო (შალამბერიძე, 74), ნუცუბიძე (მღარიშვილი, 79), სათირიშვილი, სამხარაძე, ანდრიაძე (ჭელიძე, 79), ცქიფურიშვილი, ადებოვალე.

დაწვრილებით:

 

შემდეგ შეხვედრას "ზესტაფონი" 5 ივნისს გამართავს - საქართველოს XXXV-ე ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ის მეათე ტურის შეხვედრაში მარგველები თბილისის საფეხბურთო კლუბ "მერანის" მეორე გუნდს უმასპინძლებენ. დედაქალაქელებთან პრინციპული მატჩი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 17:00 საათზე დაიწყება...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2023