Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

08.07.2023

 

 

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონს" ორი ახალწვეული შეუერთდა

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” საქართველოს XXXV ეროვნული ჩემპიონატის მეორე ნაწილისათვის მზადებას განაგრძობს. როგორც უკვე ვიუწყებოდით, ეროვნული ლიგა 3-ს ტურნირი მიმდინარე წლის 3 აგვისტოს განახლდება....

 

სადღეისოდ უკვე გარკვეულია, რომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე იმერული გუნდის რიგები ზურაბ სადაღაშვილმა და ლუკა შენგელიამ დატოვეს. გვაქვს სიახლე - საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ღირსებას 2023 წლის სეზონის ბოლომდე 23 წლის ფორვარდი ნიკოლოზ ხელიძე და 20 წლის მცველი ანზორ მჟავანაძე დაიცავენ.

 

ორივე ფეხბურთელი წყალტუბოს "სამგურალის" საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და ამ კლუბის ღირსებას რამდენიმე სეზონის მანძილზე იცავდა. რაც შეეხება ნიკა ხელიძეს, მან მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში თბილისის საფეხბურთო კლუბ "ირაოს" შემადგენლობაში იასპარეზა...

 

ორივე ახალწვეული უკვე შეუერთდა ზემოიმერელთა ბანაკს და გუნდთან ერთად შეუდგა სეზონის განახლებისათვის მზადების პროცესს. ნიკოლოზ ხელიძემ და ანზორ მჟავანაძემ მონაწილეობა საჩხერის "ჩიხურასთან" გამართულ საკონტროლო შეხვედრაშიც მიიღეს. შეტევის წარმომადგენელმა ნიკა ხელიძემ ახალი გუნდის შემადგენლობაში სადებიუტო გოლის გატანაც მოახერხა...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2023