Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

12.07.2023

 

 

 

 

 

 

 

 

მორიგი ახალწვეული მარგველთა რიგებში

 

 

 

 

 

ბადრი თავაძე

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” საქართველოს XXXV ეროვნული ჩემპიონატის მეორე ნაწილისათვის მზადებას განაგრძობს. როგორც აქამდეც მოგახსენეთ, ეროვნული ლიგა 3-ს ტურნირი მიმდინარე წლის 3 აგვისტოს განახლდება...

 

"ზესტაფონის" პირველი გუნდი ჩემპიონატს თბილისის "ირაოსთან" გასვლითი შეხვედრით განაახლებს. მოახლოვებული მატჩების დეტალური კალენდარი კი შემდეგ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ (დაწვრილებით:)...

 

ამასობაში საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" მორიგი ახალწვეული შეუერთდა - 2023 წლის სეზონის ბოლომდე ჩვენი გუნდის ღირსებას 23 წლის მცველი ბადრი თავაძე დაიცავს!

 

ბადრი თავაძე ქუთაისური ფეხბურთის აღზრდილია და სხვადასხვა წლებში საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ასაკობრივი და მეორე გუნდების ღირსებას იცავდა...

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2023