Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

08.09.2023

 

 

 

 

 

 

 

 

უხვგოლიანი მატჩი თბილისში

 

 

 

 

 

2023 წლის 8 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXXV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მეჩვიდმეტე ტურის დასკვნითი მატჩი - დედაქალაქურ საფეხბურთო კომპლექს "მარაკანაზე" ჩატარებულ შეხვედრაში თბილისის საფეხბურთო კლუბმა "ვარკეთილმა" "ზესტაფონს" უმასპინძლა.

 

დღევანდელ შეხვედრაში ზესტაფონელთა მეტოქე სპეციალისტთა მიერ ლიგა 3-ის მიმდინარე სეზონის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიჩნეული, სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზე მყოფი და ეროვნულ ლიგა 2-ში დასაწინაურებლად მებრძოლი თბილისური "ვარკეთილი" გახლდათ.

 

პირველი ტაიმი მთლიანობაში თანაბარ ბრძოლაში გაილია. თუმცა, ვარკეთილელებმა სტუმართა კართან შექმნილი პირველივე სახიფათო მომენტი გოლად აქციეს - 21-ე წუთზე სტუმართა დაცვის შეუთანხმებელი მოქმედებით კარგად ისარგებლა თბილისელმა ცოტნე სამუშიამ და წინ თავის გუნდი გაიყვანა.

 

თამაში ამის შემდეგაც თანაბრად მიმდინარეობდა, გუნდები ბურთისა და ტერიტორიის დასაუფლებლად შეურიგებელ ბრძოლაში იმყოფებოდნენ და უპირატესობას ხან ერთი, ხანაც მეორე მხარე ეუფლებოდა. ტაიმის ბოლო, 45-ე წუთზე კი ანგარიშში პარიტეტი ისევ აღდგა - მასპინძელთა საჯარიმოს სიახლოვეს დანიშნული ჯარიმა იმერელთა ნახევარმცველმა ლაშა კუჭაშვილმა მეტად ოსტატურად და ზუსტად შეასრულა - 1:1.

მეორე ტაიმი სტუმართა შეტევებით დაიწყო და ვარკეთილელები გაშვებულ გოლს პირველსავე წუთებზე გადაურჩნენ - შოთა ანდრიაძის სახიფათო თავურის შემდეგ ბურთი საკუთარი კარის ხაზიდან მასპინძელთა ერთ-ერთმა მცველმა გამოიტანა. იმერელთა შემდეგი მცდელობა კი წარმატებული გამოდგა - 52-ე წუთზე, კიდევ ერთი სტანდარტული მდგომარეობიდან დავით ნუცუბიძის უძლიერესი დარტყმის შემდეგ მასპინძელთა გოლკიპერი უძლური გამოდგა...

 

ეროვნულ ლიგა-2-ში დასაწინაურებლად მებრძოლი თბილისელები გააქტიურდნენ და 62-ე წუთზე ლაშა მჭედლიშვილის ზუსტი თავურით ანგარიშში წონასწორობა კიდევ ერთხელ აღადგინა. გადამწყვეტი კი 80-ე წუთზე ზვიად ქანთარიას მიერ გატანილი გოლი გამოდგა. "ზესტაფონმა" დღევანდელ უხვგოლიან შეხვედრაში დასანანი მარცხი იწვნია - 3:2.

 

შემდეგ შეხვედრას "ზესტაფონი" 14 სექტემბერს გამართავს - საქართველოს XXXV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ის მეთვრამეტე ტურის შეხვედრაში მარგველები ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერს, დუშეთის საფეხბურთო კლუბ "არაგვს" უმასპინძლებენ. მატჩი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 16:30 საათზე დაიწყება...

 

08.09.20232. ”ვარკეთილი” (თბილისი) - ”ზესტაფონი” 3-2

"ზესტაფონი": იგითხანიანი, ნუცუბიძე, ქვარცხავა, მჟავანაძე, თავაძე, სათირიშვილი (დეისაძე, 78), სამხარაძე, სიგუა, ანდრიაძე (ჭრელაშვილი, 87 ), კუჭაშვილი, ხელიძე (ზუზაძე, 78).

დაწვრილებით:

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2023