Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

22.01.2024

 

 

 

 

 

 

 

 

ეროვნული ლიგა 3-ის კალენდარი

 

 

 

 

 

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილებაში გაიმართა ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ის 2024 წლის ტურნირის კენჭისყრის პროცედურა, რომლის შედეგების გათვალისწინებით კარსმომდგარი ჩემპიონატის კალენდარი იქნა შემუშავებული.

 

ტურნირის ჩატარების დამტკიცებული ფორმატის თანახმად, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" მეტოქეობას თბილისური გუნდები "ვარკეთილი", "მერანი", "საბურთალო-2", "ლოკომოტივი-2" და "ირაო", მარტვილის "მერანი", "გორი", "ბორჯომი", "გარდაბანი", ლანჩხუთის "გურია", ჩოხატაურის "ბახმარო", ტყიბულის "მეშახტე", ხელვაჩაურის "მაჭახელა", ქედის "ბეთლემი" და საფეხბურთო კლუბი "გონიო"გაუწევენ...

 

2024 წლის ეროვნული ჩემპიონატი ზესტაფონელთათვის 7 მარტს დაიწყება - ამ დღეს ჩვენი გუნდი თბილისის საფეხბურთო კლუბ "ირაოს" ესტუმრება.

 

პირველ საშინაო მატჩს კი "ზესტაფონი" 14 მარტს გამართვას - დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გასამართ შეხვედრაში მარგველები თბილისის საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" მეორე გუნდს უმასპინძლებენ...

 

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-3-ის 2024 წლის გათამაშების კალენდრის სრული ვერსია ტურნირის ოფიციალურ ვებგვერდზე შეგიძლიათ იხილოთ (დაწვრილებით:).

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2024