Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

29.01.2024

 

 

 

 

 

 

 

 

”ზესტაფონმა” ახალი სეზონისათვის მზადება დაიწყო

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” საქართველოს XXXVI ეროვნული ჩემპიონატის სტარტისთვის მზადებას შეუდგა. ზემოიმერული გუნდი მშობლიურ ქალაქში 29 იანვარს შეიკრიბა - ზამთრის არდადეგების შემდეგ გამართული პირველი ვარჯიში ზესტაფონში მდებარე საფეხბურთო ბაზაზე გაიმართა.

 

როგორც იცით, 2024 წლის საფეხბურთო სეზონში ჩვენი კლუბის პირველი გუნდი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ის ტურნირში იასპარეზებს. ტურნირის ჩატარების დამტკიცებული ფორმატის თანახმად, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" მეტოქეობას თბილისური გუნდები "ვარკეთილი", "მერანი", "საბურთალო-2", "ლოკომოტივი-2" და "ირაო", მარტვილის "მერანი", "გორი", "ბორჯომი", "გარდაბანი", ლანჩხუთის "გურია", ჩოხატაურის "ბახმარო", ტყიბულის "მეშახტე", ხელვაჩაურის "მაჭახელა", ქედის "ბეთლემი" და საფეხბურთო კლუბი "გონიო"გაუწევენ...

 

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" სამწვრთნელო შტაბმა გუნდი უკვე შეკრიბა და ახალი სეზონისათვის მზადების პროცესი დაიწყო. მოსამზადებელი შეკრების გავლას მარგველთა დამრიგებელი მალხაზ ღონღაძე სწორედ ზესტაფონში, ჩვენი კლუბის სპორტული კომპლექსის მინდვრებზე გეგმავს...

 

რაც შეეხება პირველ დღეს, გუნდმა არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. რამდენიმე ფეხბურთელი გუნდს უახლოეს დღეებში შეუერთდება. დეტალურად კი ამ და სხვა სიახლეების შესახებ ჩვენი გვერდი მომდევნო პუბლიკაციებში მოგითხრობთ...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2024