Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

31.01.2024

 

 

 

 

 

 

 

 

გიორგი აბრამიშვილი "ზესტაფონში" დაბრუნდა

 

 

 

 

 

მაშ ასე, 2024 წლის საფეხბურთო სეზონში ჩვენი კლუბის პირველი გუნდი ისევ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს გათამაშებაში ჩაერთვება. როგორც უკვე ცნობილია, ეროვნული ლიგა 3-ს ტურნირი სტარტს მარტის პირველ რიცხვებში აიღებს...

 

ჩვენ უკვე ვწერდით მოახლოვებული ტურნირის კალენდართან და დებულებასთან დაკავშირებით. ახალ საფეხბურთო სეზონში საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" საქართველოს ეროვნულ ლიგა 3-ში თბილისურ გუნდებთან "ვარკეთილთან", "მერანთან", "საბურთალო-2"-თან, "ლოკომოტივი-2"-თან და "ირაოსთან", მარტვილის "მერანთან", "გორთან", "ბორჯომთან", "გარდაბანთან", ლანჩხუთის "გურიასთან", ჩოხატაურის "ბახმაროსთან", ტყიბულის "მეშახტესთან", ხელვაჩაურის "მაჭახელასთან", ქედის "ბეთლემთან" და საფეხბურთო კლუბი "გონიოსთან" ერთად იასპარეზებს...

 

ამასობაში საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" პირველი ახალწვეული შეუერთდა - 2024 წლის სეზონში ჩვენი გუნდის ღირსებას 21 წლის გოლკიპერი გიორგი აბრამიშვილი დაიცავს!

 

გიორგი აბრამიშვილთან დაკავშირებით ტერმინ "ახალწვეულის" გამოყენება ძალიან პირობითია, იმდენად რამდენადაც ის ჩვენი კლუბის აღზრდილია, თუმცა გასულ სეზონში CrystalBet ეროვნული ლიგა 1-ის წარმომადგენელ ქობულეთის "შუქურას" ღირსებას იცავდა...

 

მშობლიურ კლუბში დაბრუნებულმა გოლკიპერმა საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონთან" შრომითი ხელშეკრულება უკვე გააფორმა და გუნდთან ერთად ახალი სეზონისთვის მზადების პროცესს დღეიდან შეუდგა...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2024