Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

08.02.2024

 

 

 

 

 

 

 

 

ზესტაფონელთა პირველი სპარინგი

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ახალი სეზონის სტარტისათვის მზადებას განაგრძობს. 8 თებერვალს ჩვენმა გუნდმა პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა - ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე მარგველებმა ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 4-ის წარმომადგენელ ზუგდიდის "ოდიშს" უმასპინძლეს.


პირველი საკონტროლო მატჩი საინტერესოდ წარიმართა და საბოლოოდ სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 2-0 დასრულდა. შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე ზუგდიდელები ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა დააწინაურა...

 

მეორე ნახევარში სათამაშო უპირატესობას უკვე მასპინძლები დაეუფლნენ. მათ სტუმართა კართან რამდენიმე საგოლე ეპიზოდიც შექმნეს, თუმცა მომენტების რეალიზაციის საქმეში ვერ ივარგეს. თამაშის ბოლოს კი ზესტაფონელებს "ოდიშის" სწრაფი კონტრაქცია გამოეპარათ და ანდრია ჩანგელიამ დღევანდელი მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა..


მარტის დასაწყისში დაგეგმილი ჩემპიონატის დაწყებამდე, იმერლები კიდევ რამდენიმე ამხანაგური შეხვედრის გამართვას გეგმავენ...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2024