Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

11.02.2024

 

 

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონს" კიდევ ერთი ახალწვეული შეუერთდა

 

 

 

 

 

ტარიელ ბურჯანაძე

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ახალი სეზონის სტარტისათვის მზადებას მშობლიურ ქალაქში განაგრძობს. ჩვენი გუნდის სპორტულმა სტაფმა მორიგი ამხანაგური მატჩები დაგეგმა - 14 თებერვალს მარგველები ახალგაზრდა ტორპედოელებს ქუთაისში ესტუმრებიან, ხოლო 18 თებერვალს ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 4-ის წარმომადგენელ წყალტუბოს "სამგურალი"-2-ს საკუთარ ბაზაზე უმასპინძლებენ.

 

ამასობაში გვაქვს სიახლე - 2024 წლის სეზონში საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ღირსებას ახალგაზრდა მცველი ტარიელ ბურჯანაძე დაიცავს.

 

20 წლის ფეხბურთელი წყალტუბოს "სამგურალის" საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და ამ კლუბის ღირსებას ბოლო რამდენიმე სეზონის მანძილზე იცავდა.

 

ტარიელ ბურჯანაძე უკვე შეუერთდა ზემოიმერულ გუნდს და მასთან ერთად მოახლოვებული სეზონის სტარტისათვის მზადების პროცესს შეუდგა...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2024