Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

22.02.2024

 

 

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონს" ორი ახალწვეული შეუერთდა

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” სეზონის სტარტისათვის მზადებას განაგრძობს. გვაქვს მორიგი სიახლე - მარგველთა რიგებს შეუერთდნენ და 2024 წლის სეზონში ჩვენი კლუბის ღირსებას დაიცავენ ახალგაზრდა ნახევარმცველები, 21 წლის ნიკოლოზ ვოსკანოვი და 20 წლის სლავა პაპავა.

 

ანზორ მჟავანაძისა და ტატო ბურჯანაძის მსგავსად, მორიგი ახალწვეულებიც წყალტუბოს "სამგურალის" საფეხბურთო სკოლის აღზრდილები არიან და ბოლო რამდენიმე სეზონის მანძილზე სწორედ ამ კლუბის ღირსებას იცავდნენ. ამდენად, ნიკოლოზ ვოსკანოვი და სლავა პაპავა წყალტუბოდან ზესტაფონში "გადმოსხმული დესანტის" მორიგ ჯგუფს წარმოადგენენ...

 

ორივე ახალწვეული უკვე შეუერთდა ზემოიმერელთა ბანაკს და გუნდთან ერთად შეუდგა სეზონის განახლებისათვის მზადების პროცესს. ზეგ, 24 თებერვალს თავის ახალ გუნდთან ერთად ახალწვეულები საფეხბურთო კლუბ "გონიოსთან" საკონტროლო მატჩს გამართავენ. ეს შეხვედრა ზესტაფონის ბაზაზე გაიმართება და 14:00 საათზე დაიწყება...

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2024