Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

25.02.2024

 

 

 

 

 

 

 

 

მორიგი მატება "ზესტაფონში"

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონს” ახალგაზრდა ფეხბურთელთა კიდევ ერთი ჯგუფი შეუერთდა - კარსმომდგარ, 2024 წლის საფეხბურთო სეზონში ჩვენი კლუბის დროშის ფერებს დაიცავენ ნახევარმცველები - 24 წლის ლევან მეტრეველი, 19 წლის გიორგი წიქარიშვილი და 17 წლის ნიკოლოზ ჯობავა.

 

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სამივე ახალწვეული ბოლოს თბილისის საფეხბურთო სკოლა "ვაზისუბნის" პირველ გუნდში ასპარეზობდა. რაც შეეხება გიორგი წიქარიშვილს, ის საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" შემადგენლობაში აქამდეც, 2021-2022 წლებში უასპარეზია...

 

სამივე ახალწვეული უკვე შეუერთდა მარგველთა ბანაკს და გუნდთან ერთად სეზონის სტარტისათვის მზადების პროცესს შეუდგა...

 

 

   

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2024