Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

29.02.2024

 

 

 

 

 

 

 

 

ზესტაფონელთა დასკვნითი სპარინგი

 

 

 

 

 

ახალი სეზონისათვის მზადების პროცესი დასასრულს უახლოვდება. 7 მარტს დაგეგმილი ჩემპიონატის სტარტამდე ჩვენმა გუნდმა დასკვნითი ამხანაგური მატჩი გამართა - ზესტაფონის ბაზაზე მარგველებმა ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 4-ის წარმომადგენელ თანაქალაქელ "მარგვეთი-2006"-ს უმასპინძლეს.


ახალი სეზონის დაწყებამდე "ზესტაფონისათვის" დასკვნით საკონტროლო შეხვედრაში ჩვენი მეტოქე მიმდინარე სეზონში ლიგა 3-ში დასაწინაურებლად მომართული "მარგვეთი-2006" გახლდათ. შარშანდელი სეზონის დასრულების შემდეგ ჩვენმა თანაქალაქელებმა საკმაოდ ნაყოფიერი სასელექციო სამუშაო აწარმოეს, საკმაოდ გაძლიერდნენ და ლიგა 4-ს 2024 წლის გათამაშების ერთ-ერთ ფავორიტად სავსებით სამართლიანად მიიჩნევიან...

 

რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ის ძალიან სასარგებლო გამოდგა, საინტერესოდ წარიმართა და საბოლოოდ ფრედ 1-1 დასრულდა. ჩვენი გუნდი თორნიკე შალამბერიძის ზუსტი გადაცემისა და ზაალ ზუზაძის მიერ მეორე ტაიმის დებიუტში გატანილი გოლის შემდეგ კი იგებდა, თუმცა გამარჯვების შანსი შეხვედრის ბოლოსწინა, 89-ე წუთზე განიავდა, როდესაც "ზესტაფონის" კარში დანიშნული 11-მეტრიანი გოლად დიმიტრი მარგველაშვილმა აქცია...


2024 წლის 7 მარტს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის სასტარტო შეხვედრაში "ზესტაფონი" ხაშურს ეწვევა და ამ ქალაქში მოასპარეზე თბილისის საფეხბურთო კლუბ "ირაოს" დაუპირისპირდება. შეხვედრა გრიგოლ ჯომართიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება...

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2024