Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

12.03.2024

 

 

 

 

 

 

 

 

სიახლეები ზესტაფონელთა ბანაკიდან

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” ახალწვეულთა კიდევ ერთი ჯგუფი შეუერთდა - 2024 წლის სეზონში ჩვენი კლუბის დროშის ფერებს დაიცავენ 22 წლის ნახევარმცველი შოთა ფანცულაია და ორი სამხრეთაფრიკელი ფეხბურთელი - 19 წლის ლუთანდო მპუნზანა და 18 წლის ჯორჯ კუნგავო ლიეიმა.

 

შოთა ფანცულაიასთან დაკავშირებით ტერმინ "ახალწვეულის" გამოყენება ნამდვილად არ იქნება მართებული, იმდენად რამდენადაც ის ჩვენი კლუბის აღზრდილია და ზესტაფონელთა რიგებში 2017-2019 წლებში ასპარეზობდა. დაცვასა და ნახევარდაცვაში ერთნაირად წარმატებულად მოასპარეზე ახალგაზრდა ფეხბურთელს მშობლიური კლუბიდან წასვლის შემდეგ "ჩიბათსა" და ხელვაჩაურის "მაჭახელაში" უასპარეზია, ბოლოს კი ის თბილისური "ირაოს" ღირსებას იცავდა.

 

რაც შეეხება სამხრეთაფრიკელ ფეხბურთელებს, 19 წლის ლუთანდო მპუნზანა შემტევი ნახევარმცველი გახლავთ, ხოლო 18 წლის ჯორჯ კუნგავო ლიეიმა მცველის პოზიციაზე თამაშობს. აქამდე ორივე ეს ფეხბურთელი საკუთარი ქვეყნის პირველობაზე ასპარეზობდა...

 

სამივე ახალწვეული უკვე შეუერთდა მარგველთა რიგებს და გუნდთან ერთად 14 მარტს თბილისის "იბერია-1999"-ს მეორე გუნდთან გასამართი მატჩისათვის მზადების პროცესს შეუდგა...

 

 

   

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2024