Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

23.03.2024

 

 

 

 

 

 

 

 

ნიკოლოზ ხელიძე ისევ "ზესტაფონისთვის" გაიტანს

 

 

 

 

 

ნიკოლოზ ხელიძე

როგორც იცით, საქართველოს XXXVI ეროვნულ ჩემპიონატში სანაკრებო პაუზაა გამოცხადებული. შემდეგ შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 28 მარტს ლანჩხუთის "გურიასთან" გამართავს. ჩვენი გუნდი მოახლოვებული ბატალიებისათვის მზადებას მშობლიურ ქალაქში შეუდგა.

 

ამასობაში საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" კიდევ ერთი ფეხბურთელი შეუერთდა - 2024 წლის სეზონში ჩვენი გუნდის ღირსებას 24 წლის ფორვარდი ნიკოლოზ ხელიძე დაიცავს.

 

ნიკოლოზ ხელიძესთან დაკავშირებით ტერმინ "ახალწვეულის" გამოყენება ნამდვილად არ იქნება მართებული, იმდენად რამდენადაც ის ჩვენი კლუბის რიგებში წინა სეზონშიც ასპარეზობდა. ის ზემოიმერლებს შარშან, საზაფხულო პაუზისას შეუერთდა, ჩვენი გუნდის შემადგენლობაში 19 შეხვედრა ჩაატარა და ამ შეხვედრებში გატანილი 9 გოლით განვლილ სეზონში გუნდის საუკეთესო ბომბარდირის საპატიო წოდებაც მოიპოვა!

 

მარგველთა რიგებში დაბრუნებულმა თავდამსხმელმა საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონთან" შრომითი ხელშეკრულება უკვე გააფორმა და გუნდთან ერთად მოახლოვებული მატჩებისთვის მზადების პროცესს დღეიდან შეუდგა...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2024