Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

04.04.2024

 

 

 

 

 

 

 

 

ფრე ახალგაზრდა რკინიგზელებთან გასვლით შეხვედრაში

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 4 აპრილს გაიმართა საქართველოს XXXVI ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მეხუთე ტურის შეხვედრები - ჩვენი ქვეყნის დედაქალაქის ოლიმპიურმა კომპლექსმა ადგილობრივი "ლოკომოტივის" მეორე გუნდისა და საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" დაპირისპირებას უმასპინძლა...

 

პირველი ტაიმის საწყისი ოცი წუთი თანაბარ ბრძოლაში გაილია - თამაშის ეს მონაკვეთი გუნდებმა უპირატესობის დაუფლებისათვის შეურიგებელ ბრძოლაში გაატარეს, თუმცა სახიფათო მომენტების შექმნამდე საქმე ნაკლებად მიდიოდა. ამის შემდეგ კი მხარეებმა მომენტები ერთმანეთის მიყოლებით გაცვალეს - გოლის გატანის შესაძლებლობა ჯერ თბილისელ ლაშა ოზბეთელაშვილს მიეცა, შემდეგ კი ზესტაფონელ ნიკა ხელიძეს, თუმცა გოლი არც ერთ და არც მეორე ეპიზოდში არ გასულა...

 

შეხვედრის 32-ე წუთზე კი ზესტაფონელებმა ანგარიშის გახსნა მაინც მოახერხეს - მასპინძელთა ნახევარზე ბრძოლაში ჩართულმა ნიკა ხელიძემ საკუთარ გუნდს ბურთი მოუპოვა და დროული გადაცემით მოამარაგა შოთა ფანცულაია, რომელმაც, თავის მხრივ, მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოსკენ შეიწია და შორიდან აუღებელი დაარტყა...

 

ზესტაფონელთა სიხარული ხანმოკლე გამოდგა - 35-ე წუთზე სტუმრებმა ბურთი უწყინარ სიტუაციაში დაკარგეს და დავით გოგიჩაიშვილმა ანგარიშში თანაფარდობა აღადგინა. კიდევ სამი წუთის შემდეგ კი რკინიგზელები მოედანზე კაცნაკლულნი დარჩნენ - თბილისელმა სანდრო შაშიაშვილმა მისი კარისაკენ დათო ბებიაშვილის რეიდი წესების დარღვევით შეაჩერა და მატჩის არბიტრმა ალეკო ცეცხლაძემ კი ეს ეპიზოდი ბოლო იმედის ჯარიმად შეაფასა... პირველ ნახევარი ფრედ 1:1 დასრულდა...

 

შეხვედრის მეორე ნახევარი პირველი ტაიმის სადებიუტო ნაწილის მსგავსად წარიმართა - იყო ბევრი ბრძოლა, ბევრი მონდომება და ბევრი შეცდომებიც. გოლის გატანის შესაძლებლობებიც ორივე მხარეს მიეცა, თუმცა, საბოლოოდ, მეორე 45 წუთში ანგარიში აღარ შეცვლილა და დღევანდელი დაძაბული დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა.

 

04.04.2024. ”ლოკომოტივი-2” (თბილისი) - ”ზესტაფონი” 1-1

"ზესტაფონი": აბრამიშვილი, მეტრეველი, ხუჯაძე, ბურჯანაძე, დევდარიანი, ვოსკანოვი, ანდრიაძე, პაპავა, სათირიშვილი (ბებიაშვილი, 36), ფანცულაია, ხელიძე (წიქარიშვილი, 66).

დაწვრილებით:

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2024