Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

08.04.2024

 

 

 

 

 

 

 

 

გულშემატკივართა ინიციატივა და შეხვედრა სტადიონზე

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 7 აპრილს დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის ცენტრალური სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში გაიმართა საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გულშემატკივართა კლუბის წევრთა საინიციატივო ჯგუფის მიერ ორგანიზებული ქომაგთა შეხვედრა...

 

შეხვედრის მიმდინარეობისას შედგა გულახდილი საუბარი საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გარშემო სადღეისოდ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. ამასთან ერთად, განხილულ იქნა ჩვენი გუნდის გულშემატკივართა კლუბის შესაძლო როლი და ქომაგთა შესაძლო სამომავლო მოქმედებები ამ ვითარების დაძლევისა და სასიკეთოდ შეცვლის უზრუნველსაყოფად...

 

გუშინდელ ღონისძიებას საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. გადაწყდა, რომ შეკრებაზე გაჟღერებულ საკითხთა მთელი სპექტრის მოგვარების მიმართულებით მომუშავე საინიციატივო ჯგუფის შემდეგი შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება...

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2024