Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

29.04.2024

 

 

 

 

 

 

 

 

ეროვნული თასის კენჭისყრა

 

 

 

 

 

29 აპრილს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის 2024 წლის გათამაშების მეორე და მესამე რაუნდების კენჭისყრა - მეორე ეტაპის შეხვედრაში საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი“ ლიგა 4-ის წარმომადგენელს, წალენჯიხის "სქურს" დაუპირისპირდება...

 

დღევადელ წილისყრაში მონაწილეობდნენ კრისტალბეთ ლიგა 3-ის და კრისტალბეთ ლიგა 4-ის გუნდები, ასევე პირველ ეტაპზე გამარჯვებული ორი გუნდი -  "კოლხეთი-1913"-2 და მოყვარულთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი "ბრიჯი", რომელმაც წინასწარ ეტაპზე იუჯი-35 დაამარცხა. 


საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების მეორე ეტაპის მატჩები 13 მაისს გაიმართება. რაც შეეხება დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების მესამე ეტაპს, იქ მეორე ეტაპის 16 გამარჯვებული გუნდი ერთმანეთს დაუპირისპირდება.

 

კენჭისყრის შედეგად გაირკვა, რომ თასის გათამაშების პირველ ეტაპზე (1/64-ფინალური სტადია) საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი“ კლუბ "სქურს" წალენჯიხაში ესტუმრება. ეს მატჩი 15 მაისს გაიმართება. მესამე ეტაპზე კი ამ წყვილში გამარჯვებულს ურთიერთობების გარკვევა "ბორჯომი"- ლანჩხუთის "გურიას" წყვილში გამარჯვებულ გუნდთან მოუწევს...


საქართველოს თასის მეორე და მესამე ეტაპის დასრულების შემდეგ, გამარჯვებულ 8 გუნდს კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის 20 გუნდიც შეუერთდება და დავით ყიფიანის სახელობის თასის 2024 წლის გათამაშებაში ბრძოლას 28 გუნდი განაგრძობს...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2024