Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

05.10.2021

 

 

 

 

 

 

 

 

ეროვნული ნაკრები თბილისის ზღვის ბაზაზე ემზადება

 

 

 

 

 

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ოქტომბრის თვეში გასამართი მატჩებისთვის მზადება დაიწყო - 2021 წლის 9 ოქტომბერს ჩვენი ქვეყნის უმთავრესი გუნდი ბათუმში საბერძნეთის <ის > ნაკრებს უმასპინძლებს, 12 ოქტომბერს კი პრიშტინაში კოსოვოს გუნდს ესტუმრება.

 

ვილი სანიოლის  გუნდი საბერძნეთთან და კოსოვოთან შეხვედრებისთვის მოსამზადებელ საწვრთნელ შეკრებას, ბოლო წლებში ჩამოყალიბებული ტრადიციის მიხედვით, ისევ თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბაზაზე ატარებს. უახლოესი ორი თამაშისთვის ფრანგმა სპეციალისტმა 25 ფეხბურთელი გამოიძახა...

 

თავის მხრივ, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეს-სამსახური გთავაზობთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ფოტო- და ვიდეომასალას, რომელიც ჩვენი კლუბის ბაზაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების გუშინდელი ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს...

 

გამოყენებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდის ფოტო- და ვიდეომასალა

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2021